სპეცოპერაცია - აფეთქების საქმე გახსნილია

08 ოქტომბერი 2016, 00:00 3209 ნახვა

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 3 დღიანი საგამოძიებო - სამძებრო მოქმედებების შედეგად დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდო პირი. ორი სპეცოპერაცია გლდანსა და კრწანისში ერთდროულად ჩატარდა. მათ შორის ეჭვმიტანილისა და მისი მშობლების ბინებში. გავრცელებული ინფორმაციით, ის ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომელია. ახლობლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ, უკრაინაში ან რუსეთში იმყოფებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა თბილისის ცენტრში 4 ოქტომბერს აფეთქდა. მანქანაში თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ, რომლებიც უვნებლად გადარჩნენ. აფეთქებისას დაშავდა ქუჩაში გამვლელი 5 პირი. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი