გურიიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში

16 აგვისტო 2020, 12:29 1806 ნახვა

გურიის ღია  ჩემპიონატი სპორტინგში, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება, გუშინ დასრულდა. აჭარიდან ჩემპიონატში 10 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათგან ერთ-ერთი სოლომონ მახარაძე პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

მესამე ადგილზე გავიდა აჭარის გუნდის კიდევ ერთი წევრი, თაზო ყურშუბაძე, რომელიც ამავე დროს ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო. მეორე   ადგილი კი, გურიის რეგიონის წარმომადგენელმა არჩილ სარჯველაძემ დაისაკუთრა. გამარჯვებულებს, სპეციალური პრიზები გადაეცათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში