''ძველი ბათუმის ამბები“

15 აგვისტო 2020, 18:18 2592 ნახვა

ძველი ბათუმის ამბები გაცოცხლდა დღეს ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე. ბათუმელებსა და  ჩამოსულ სტუმრებს  შესაძლებლობა ჰქონდათ  აჭარის მუზეუმების საცავებში არსებული  კოლექციები ,საფოსტო მარკები, თეატრის აფიშები  და სხვა  ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი  მასალები დაეთვალიერებინათ.

ახვლედიანის ქუჩაზე მოწყობილ  სხვადასხვა სივრცეში  წარმოდგენილი იყო,  მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის  ბათუმური თეატრი, სასტუმროები , ფოსტა, ყავახანა, ჩაის სახლი, ფოტო-ატელიე, ცნობილი მეწარმეების  კუთხე. გასული საუკუნე გააცოცხლეს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ   ტანისამოსში გამოწყობილმა  ადამიანებმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი