აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირი სამხედრო პატივით დაკრძალეს

15 აგვისტო 2020, 15:15 959 ნახვა

დიღმის ძმათა სასაფლაოზე ამ წუთებში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირიდან  2 მებრძოლს  სამხედრო პატივით კრძალავენ. დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.

ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 13 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში გუშინ გადაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი