აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

15 აგვისტო 2020, 15:06 2375 ნახვა

ბათუმში დღეს ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ქალს, რომელსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს. ამასთან, უცნობია  ინფიცირების  წყარო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ  პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას ჩივილებით მიმართა, რის შემდეგაც ის კორონავირუსზე გამოიკვლიეს.

ცენტრის ცნობით, დღის  ბოლომდე, 53 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან.ბათუმში, კოვიდ მიმღებ ცენტრში მკურნალობას 18 პაციენტი გადის. მათგან სამის მდგომარეობა, მედიკოსების განცხადებით საყურადღებოა, რადგან პნევმონია აღენიშნებათ. დანარჩენების მკურნალობის პროცესი კი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი