სკოლების ეპიდ-პროტოკოლი

14 აგვისტო 2020, 20:07 1622 ნახვა

1 მეტრიანი დისტანცია მოსწავლეებს შორის, პირბადე მოსწავლეების გარდა ყველას, დეზობარიერი, ხელის დეზინფექცია და თერმოსკრინინგი. ეს შედარებით მცირე ჩამონათვალია იმ სავალდებულო მოთხოვნებისა, რომელთან ერთადაც უნდა დაიწყოს 2020-2021 სასწავლო წელი სკოლებში.

სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა ექნებათ: თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაც ყველაზე ცოტა  30-წუთიანი უნდა იყოს.

ასევე თავად უნდა განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ) საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები რამდენიმეცვლიან მოდელზე გადავლენ და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები ცვლების მიხედვით ივლიან სკოლებში. საჭიროების შემთხვევაში ძალაში რჩება, დისტანციური სწავლება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი