კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დღეს საქართველოში , მათგან 3- ის ინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგები იკვლევენ.6 ლენჯერიდან არის , 11 პაციენტი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, 1 სამედიცინო პერსონალი, 2 კი იმპორტირებული შემთხვევაა , რომელთაგან ერთი ბათუმში დაფიქსირდა. ინფიცირებული თურქეთიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლია , რომელიც უკვე თურქეთში გადაიყვანეს. ქვეყანაში დღეს 17 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა და კოვიდ ცენტრებში მკურნალობას 204 პაციენტი აგრძელებს.