პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო. მამაკაცი იმ დროს დააკავეს, როცა ხარაგაულში, სოფელ ხუნევთან, ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის ავტომობილისა და პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 48 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.