ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი გადაიყვანეს სვანეთიდან. ცხრავე სვანეთის კლასტერიდანაა. როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა მათგან 5 ბავშვია. პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 52-მა ვირუსი დაამარცხა. სვანეთში ვიზიტორები ტურისტული ზონიდან საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. "კოვიდ-19"-ის სულ 30 შემთხვევა ფიქსირდება. კვლევა ჩაუტარდა 1000-მდე მოქალაქეს.