IRI საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე "რამდენად კმაყოფილი ხართ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობით", მოსახლეობის პასუხების მიხედვით, რეგიონებში, საქართველოს მაშტაბით აჭარა ლიდერობს, ადგილობრივ ხელისუფლებას გამოკითხულთა 29% სრულიად ენდობა, 43% კი ნაწილობრივ.
განახლებული საარჩევნო სისტემა, მოსახლეობის 46% მოსწონს.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიხედვით, ქვეყნის მაშტაბით კვლევის შედეგები კი ასეთია:
თბილისი: სრულიად კმაყოფილი (16%), გარკვეულწილად კმაყოფილი (44%), გარკვეულწილად უკმაყოფილო (20%), სრულიად უკმაყოფილო (16%), არ ვიცი/არ მაქვს პასუხი (5%).
კახეთი: სრულიად კმაყოფილი (6%), გარკვეულწილად კმაყოფილი (53%), გარკვეულწილად უკმაყოფილო (28%), სრულიად უკმაყოფილო (12%), არ ვიცი/არ მაქვს პასუხი (2%).
შიდა ქართლი: სრულიად კმაყოფილი (5%), გარკვეულწილად კმაყოფილი (38%), გარკვეულწილად უკმაყოფილო (41%), სრულიად უკმაყოფილო (17%), არ ვიცი/არ მაქვს პასუხი.
ქვემო ქართლი: სრულიად კმაყოფილი (12%), გარკვეულწილად კმაყოფილი (45%), გარკვეულწილად უკმაყოფილო (18%), სრულიად უკმაყოფილო (23%), არ ვიცი/არ მაქვს პასუხი (2%).
სამცხე-ჯავახეთი: სრულიად კმაყოფილი (21%), გარკვეულწილად კმაყოფილი (55%), გარკვეულწილად უკმაყოფილო (13%), სრულიად უკმაყოფილო (11%), არ ვიცი/არ მაქვს პასუხი.
აჭარა: სრულიად კმაყოფილი (29%), გარკვეულწილად კმაყოფილი (43%), გარკვეულწილად უკმაყოფილო (14%), სრულიად უკმაყოფილო (9%), არ ვიცი/არ მაქვს პასუხი (5%).
გურია: სრულიად კმაყოფილი (11%), გარკვეულწილად კმაყოფილი (55%), გარკვეულწილად უკმაყოფილო (19%), სრულიად უკმაყოფილო (15%), არ ვიცი/არ მაქვს პასუხი.
სამეგრელო: სრულიად კმაყოფილი (24%), გარკვეულწილად კმაყოფილი (35%), გარკვეულწილად უკმაყოფილო (20%), სრულიად უკმაყოფილო (18%), არ ვიცი/არ მაქვს პასუხი (3%).
იმერეთი: სრულიად კმაყოფილი (21%), გარკვეულწილად კმაყოფილი (46%), გარკვეულწილად უკმაყოფილო (11%), სრულიად უკმაყოფილო (21%), არ ვიცი/არ მაქვს პასუხი (2%).
მცხეთა-მთიანეთი: სრულიად კმაყოფილი (1%), გარკვეულწილად კმაყოფილი (45%), გარკვეულწილად უკმაყოფილო (13%), სრულიად უკმაყოფილო (8%), არ ვიცი/არ მაქვს პასუხი (34%).
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ხმის უფლების მქონე, 1 500 ადამიანი გამოკითხა.
კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა, რომლის სამუშაოები Institute of Polling and Marketing-მა ჩაატარა.