საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა სამომავლოდ ყველაფერი მოქალაქეების ქცევაზეა დამოკიდებული. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სექტემბერში სკოლის დაწყებას საფრთხე რომ არ შეექმნას, მოსახლეობამ ყველა რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს. სწავლის გადადება არ იგეგმება _ აცხადებს პრემიერ-მინსიტრი. მისი თქმით, თარიღის შეცვლის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სპეციალისტთა რეკომენდაციებს ელოდებიან, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს კლასებსა და ჯგუფებში ბავშვთა გადანაწილება. მთავარი აქცენტი ჰიგიენურ ნორმებისა და დისტანციის დაცვაზე კეთდება. რეგულაციების დამტკიცების შემდეგ გახდება ცნობილი რა ფორმით ჩატარდება გაკვეთილები და როგორ შეძლებენ საბავშვო ბაღის სერვისით სარგებლობას.