ლევან თოფაძის გამოკითხვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მას არ დაუნახავს ინციდენტის დროს ჰქონდა, თუ არა ბუსა ჟვანიას დანა ან მსგავსი საგანი. თოფაძის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დაზიანებები ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო. ფიზიკურ დაპირისპირებას კი ადვოკატის თქმით, წინ უძღოდა ჟვანიასა და თოფაძეს შორის სატელეფონო საუბარი.
შეგახსენებთ, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი 10 დღის წინ დაჭრეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. იგი წინასწარ პატიმრობაშია.