ბათუმის სანაპირო ზოლში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე წყალში არსებული ჯებირების მოშლის გამო, ზღვაში ბასრი რკინის ნარჩენებია დარჩენილი. არსებულ მონაკვეთზე მოქალაქეები ცურვის ამკრძალავი ნიშნის დადგმას ითხოვენ. მათივე თქმით, ადგილზე მუდმივი ხალხმრავლობაა, ხოლო რკინის ნარჩენები მათთვის სახიფათოა.
საკითხის შესახებ ბათუმის მერიასა და აჭარის ეკონომიკის სამინისტროს დავუკავშირდით, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ტერიტორია მათ ბალანსზე არ არის და ამკრძალავი ნიშნის განთავსება, მათ კომპეტენციაში არ შედის.