“ძველი ბათუმის მარკეტი“ _ ამ სახელწოდებით ღია ცის ქვეშ გამოფენა-გაყიდვა იმართება. ქალაქის ძველ უბანში სპეციალურად მოწყობილ დახლებზე ხელნაკეთი ნივთები, ბიოპროდუქცია და სხვადასხვა ტიპის პროდუქციაა წარმოდგენილი. გადაკეტილია ახმედ მელაშვილისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩების მონაკვეთი. საავტომობილო მიმოსვლა დროებით შეზღუდულია და ტერიტორიაზე მხოლოდ ფეხით მოსიარულეები გადაადგილდებიან. პროექტს კულტურული და ტურისტული მიზნების გარდა ეკოლოგიური დატვირთვაც აქვს.
მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე, ასევე საპილოტე პროექტზე დაკვირვებით, მერია ახალი ინიციატივის დანერგვას სამომავლოდაც აპირებს. შესაძლოა მსგავსი პროექტი სისტემატურად, შაბათ-კვირას გაიმართოს და ავტომობილებისთვის ჩაკეტილი ქუჩების მასშტაბიც გაიზარდოს.