ახალქალაქში დაპირისპირების დროს მომხდარი მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 37 წლის კაცი დააკავა. 27 წლის ახალგაზრდა კაცს კი, რომელსაც ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
შსს-მ ფაქტი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აღძრა.