უმაღლეს საბჭოში სხდომები უქმე დღეებშიც გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. ხვალ პლენარულ სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად ბიუჯეტში შესატან ცვლილებების პროექტზე იმსჯელებენ, ამასთან დღის წესრიგში იქნება საკითხი ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ. ამასთან, ბიუჯეტის ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტები იმუშავებენ.