„ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია“ - საქართველოს პრეზიდენტი

07 აგვისტო 2020, 18:07 1437 ნახვა

აგვისტოს ომიდან 12 წლისთავზე ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა დღეს დილიდან მიაგეს პატივი იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მთავრობის მაღალი რანგის პირების მხრიდან კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ საქართველო არასდროს შეგუება ოკუპაციას. პრეზიდენტმა თქვა, რომ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ოკუპაციის თემა მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში უნდა დაბრუნდეს. 8 აგვისტო ურთიერთბრალდებების საგანი იყო დღესაც პოლიტიკურ ოპონენტებს შორის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი