ენმ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

06 აგვისტო 2020, 11:07 1399 ნახვა

 ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხების არამიზნობრივ  ხარჯვაში ადანაშაულებს. პარტიაში ირწმუნებიან, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამებით მხოლოდ მმართველ გუნდის პარტიული აქტივისტები და ჩინოვნიკები სარგებლობენ. გია აბულაძე აუდიტის სამსახურს მოუწოდებს დაინტერესდეს საკითხით.

ასევე დეპუტატი  მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეაფასონ ქობულეთში პოტენციური ამომრჩევლების შესაძლო მოსყიდვის ფაქტები, კერძოდ, საუბარია რეგიონში დარიგებულ კიტრსა და პომიდორზე. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ,რომ კიტრი და პომიდორი ქობულეთის მუნიციპალიტეტში პანდემიის პროცესში შექმნილი ვითარების გამო დარიგდა, ვინაიდან ეს მუნიციპალიტეტი  ყველაზე მეტად დაზარალდა. 

რაც შეეხება არასრულ დოკუმენტაციას, ტიტე აროშიძე აცხადებს,რომ უწყებამ პარტიას საჯარო ინფორმაციის ფარგლებში არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა, ხოლო კონკრეტულად ვინ ისარგებლა პროგრამებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ამის გასაჯაროების უფლებას არ აძლევს.

საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმაც.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი