მთავრობის სხდომა

06 აგვისტო 2020, 12:00 1615 ნახვა

მთავრობის გადაწყვეტილებით stopcov.ge-ზე მობილიზებული თანხებით,  ასევე  ნაწილობრივ საბიუჯეტო სახსრებით,   17 წლამდე ბავშვებს  სკოლის  დაწყებამდე    ერთჯერადად  200  ლარი გადაეცემა,  ფინანსურ დახმარებას სთავაზობენ 80 ათას  თვითდასაქმებულსაც, რომლებმაც ერთჯერადი დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია სათანადოდ ვერ შეავსეს. საუბარია სამას ლარზე. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ  დაიფარება მოქალაქეების კომუნალური გადასახადებიც, ოღონდ   ნოემბრიდან.  ჯამში სოციალური კამპანიისთვის 400 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.   ეს გადაწყვეტილებები  მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გაახმოვანა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი