ლავასოღლის ადვოკატი: ე.წ. კანონიერ ქურდს წინასაარჩევნოდ საქართველოში ექსტრადირება არ სურს

03 აგვისტო 2020, 14:03 1652 ნახვა

„შესაძლოა ბელარუსიიდან  საქართველოში მინდია ლავასოღლის ექსტრადირება  დღესვე მოხდეს, თუმცა ის ამის წინააღმდეგია - აცხადებს მსჯავრდებულის  ე.წ. კანონიერი ქურდის  ადვოკატი. ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მისივე ინტერესებიდან გამომდინარე ჩამოიყვანს ლავასოღლი  და საარჩევნოდ გამოიყენებს. 

ადვოკატის ინფორმაციით,  ბელარუსიაში სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი თურქეთიდან  გადაიყვანეს, საექსტრადაციო პატიმრობის ვადა გავიდა და მისი საკითხი არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში განიხილება.შეგახსნებთ, რამდენიმე თვის წინ კი ლავასოღლის  ოჯახი თურქეთიდან  მის საქართველოში ჩამოყვანას ან მესამე ქვეყანაში გადაყვანას ითხოვდა.

ამ მოთხოვნით  ბათუმში პროკურატურასთან მსჯავრდებულის რამდენიმე ახლობელმა პირიც ამოიკერა. იმართებოდა საპროტესტო აქციები.  მინდია გორაძე იგივე ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობისა და  რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე არის გასამართლებული. მას 12 წლით პატიმრობა აქვს  მისჯილი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში