„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი ცნობილია

03 აგვისტო 2020, 12:46 2387 ნახვა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. პარტიამ 22 სამაჟორიტარო ოლქიდან კანდიდატები ჯერ მხოლოდ 16-ში დაასახელა.

ზუგდიდის ოლქში - გიგი უგულავა;

ფოთის, ხობის და სენაკის ოლქი - გიგა ბოკერია;

ვაკის ოლქში - ელენე ხოშტარია;

მთაწმინდისა და კრწანისის ოლქში - შალვა შავგულიძე;

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში - გიგი წერეთელი;

ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში - ტარიელ ნაკაიძე;

რუსთავისა და გარდაბნის ოლქში - ირმა ნადირაშვილი 

ქუთაისის ოლქში - ოთარ კახიძე;

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში - სერგო რატიანი; 

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში - ზურაბ ჭიაბერაშვილი;

გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში - გიორგი ღვინიაშვილი;

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში - ხათუნა გოგოლიშვილი;

მარნეულისა და გარდაბნის ოლქში - ახმეტ იმანგულიევი; 

ახალქალაქის და ნინოწმინდის ოლქში - არსენ კარაპეტიანი;

წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის ოლქში - ლელა ქებურია;

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქი - აკაკი ბობოხიძე;

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება და ორი კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია.

ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ექიმი ვახტანგ კალოიანი, ხოლო ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი კი თემურ კახიძე.

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბს სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

საქართველოში სულ 30 სამაჟორიტარო ოლქია, მათგან 8 თბილისში, დანარჩენი კი რეგიონებში. ოპოზიციის ერთი ნაწილი თბილისში საერთო კანდიდატების დასახელებაზე შეთანხმდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი