დღეს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-8 ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა . ბათუმის ‘’დინამო’’ საკუთარ მოედანზე გულშემატკივრების თანდასწრებით ‘’სამტრედიას’’ უმასპინძლებს.
შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. სტადიონზე არსებული ადგილების მხოლოდ 33%-ზე არის გულშემატკივრების განთავსება შესაძლებელი.7 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ‘’დინამოს’’ 11 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება, ხოლო იმერლები 8 ქულით მე-7 პოზიციას იკავებენ.რაც შეეხება მეორე მატჩს აქ თბილისის ‘’საბურთალო’’ გათამაშების ლიდერს ‘’გორის’’ დილას უმასპინძლებს.