ძლიერმა წვიმამ ქობულეთში, პრობლემები შეუქმნა ჯავახიშვილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში მცხოვრებ მოსახლეობას. დაიტბორა ქარცივაძეების საცხოვრებელი სახლი და ეზო, რის გამოც სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გამოძახება გახდა საჭირო.
რუსთაველის 16-ნომერში არსებულმა სანიაღვრე არხმა კი წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა. ამოტუმბვით სამუშაოებში ჩართული იყო „ ქობულეთის წყლის“ ორი ჯგუფი და სპეციალური ტექნიკა. უხვი ნალექის გამო #1 სატუმბი სადგურის მუშაობა შეფერხდა და შუქი გაითიშა, ენერგომომარაგება მალევე აღდგა.