აჭარის მაუწყებლის თანამშრომელთა აქცია

31 ივლისი 2020, 20:08 1754 ნახვა

აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან. ეს პროტესტის მეორე დღეა. შეკრებილები ტელევიზიიდან გათავისუფლებული სამი თანამშრომლის სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. განცხადებას 150-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრასაც მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორები მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ამბობენ რომ აქციები გუშინ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებამდე გაგრძელდება. ტელევიზიის მენეჯმენტმა შიდა მოკვლევის საფუძველზე ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მოკვლევა კი ერთი თვის წინ ტელევიზიის შენობაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც თანამშრომლები ერთმანეთს ჯერ  სიტყვიერად, მოგვიანებით კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი