შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილისა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ეხება, ხოლო 151-ე - მუქარას.
157 მუხლი: პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.