საქართველოში საზღვაო ინდუსტრიის მრავალმხრივი და სრულმასშტაბიანი კვლევის ჩატარება იგეგმება. კვლევა ბიზნეს კვლევების სახლის ინიციატივით დაიწყება, რომლის მიზანიც საზღვაო ტრანსპორტის, როგორც დარგის განვითარება და პრიორიტეტების განსაზღვრაა.
გუშინ საკითხთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა ბათუმის საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში შედგა.