უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესი არ შეიცვალა

30 ივლისი 2020, 18:50 804 ნახვა

უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესი იგივე დარჩა -საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი არ დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. მოსარჩელე მხარე სადავოს ხდიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესს. პლენუმმა არ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის მოსაზრებები დავის საგანთან დაკავშირებით და განმარტა, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესი არ წარმოადგენს კონკურსს და ამ შემთხვევაში, კონსტიტუციის მოთხოვნა არის, რომ კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი