„გირჩის” ლიდერმა საპარლამენტო სიის პირველი 10 პოლიტიკოსი წარადგინა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „გირჩის“ პარტიული სიის ათეულის შერჩევისას მონაწილეობა მიიღო 5 ათასზე მეტმა ადამიანმა. „გირჩის“ პარტიული სიის ათეული ასე გამოიყურება: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე; ჰერმან საბო; იაგო ხვიჩია; ვახტანგ მეგრელიშვილი; გია ჯაფარიძე; ალექსანდრე რაქვიაშვილი; ლევან ჯგერენაია; ალექსანდრე სანდრო თარხან-მოურავი; ამირან ტორონჯაძე; გიორგი ლომინაძე.