შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატიურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, 16 000 ლარამდე თანხა და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.