თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე გამახვილებული ყურადღებაა ოპოზიციისთვის მთავარი იმ სატელეფონო საუბრიდან, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის შედგა. ხელისუფლების ოპონენტებმა გზავნილში მკაცრი ტონი სწორედ იმ საფრთხეებისა და რისკების გამო შენიშნეს, რაზეც მათივე თქმით, უკვე დიდი ხანია ხელისუფლებას მიუთითებენ. მმართველ გუნდში მაიკ პომპეოს საუბრის შინაარსს დადებითად აფასებენ. ოპოზიციის კრიტიკას კი კრიტიკითვე პასუხობენ და აცხადებენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობას ბზარი არასოდეს გაუჩნდება.