„ყველაფერი COVID-19-ზე: თეორია, პრაქტიკა“-ამ თემაზე მედიკოსებისთვის კონფერენცია მიმდინარეობს. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში განიხილება ბიომედიცინის დარგის გამოყენებითი ასპექტები და ახალი გამოწვევები, რომლებმაც თავი იჩინა კოვიდის პირობებში. კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ თანამედროვე კვლევების ახალ მეთოდებს გაეცნონ.