მოძრავ სამიზნეზე სროლაში დღეს ბათუმში ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 40 მოყვარული სპორტსმენი მონაწილეობდა.
პირველ 3 ადგილზე გასული სპორტსმენები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდა. ჩემპიონატი აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.