„ოცნების ქალაქში“ ისევ საკუთარ სახლებზე ოცნებობენ. ოჯახებს, რომელთა რიცხვიც ორი ათასს აღწევს, ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, თუ ვინ მოხვდება პირველად სიაში, ვინც ხელისუფლების ძალისხმევით აშენებულ კორპუსებში ბინას მიიღებს. ასეთი კი, პირველ ეტაპზე 580 ოჯახი იქნება. ის რომ ეს რაოდენობა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ იქ მცხოვრები ყველა ოჯახი დაკმაყოფილდეს იცის ყველამ, თუმცა რა ბედი ელით დანარჩენებს ამაზე მკაფიო პასუხი დღეს არავის აქვს, მათ შორის რეგიონის მთავრობაში.
ჯერჯერობით ოცნების ქალაქში მცხოვრებლებიდან ვინ მიიღეს საცხოვრისს, არ იციან, არც ისი იციან რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ იმისათვის, რომ თუ არა პირველ კატეგორიაში, შემდეგ ჯერზე მაინც მიიღონ ბინები.