ქობულეთში, სოფელ დაგვის მოსახლეობა საავტომობილო გზის მოწესრიგებას ითხოვს. ე.წ-ული ,,მე-6 ბრიგადის“ დასახლებაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ უგზოობა წლებია აწუხებთ , რამდენჯერმე მიმართეს ქობულეთის მერიასაც, თუმცა თვითმმართველობაში მხოლოდ დაპირებით შემოიფარგლნენ.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაზიანებული გზის აღნიშნულ მონაკვეთზე წელს ბეტონის საფარს დააგებენ, მანამდე კი არსებულ გრუნტს დაამუშავებენ.