''ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში'' - საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებმა რეგიონში ეროვნული სახელმწიფოების კონტროლის მიღმა დარჩენილი ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს. ღონისძიების მიზანი პოტენციური საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული მექანიზმების განსაზღვრაა, რომელთა საშუალებითაც ბირთვული და რადიოლოგიური ტერორიზმის საფრთხის შემცირება გახდება შესაძლებელი. ფორუმს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელები დაესწრნენ.