მუზეუმები და თანამედროვე გამოწვევები - ამ თემაზე კონფერენცია გაიმართა. მონაწილეებმა ერთ-ერთ გამოწვევად საზოგადოების ჩართულობის სიმცირე ანუ კომუნიკაციის პრობლემა დაასახელეს. ისაუბრეს ასევე პანდემიის გავლენაზე მუზეუმებზე, აჭარის სამუზეუმო სფეროში რესტავრაცია-კონსერვაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგანაც მასში ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტები და ხდება გამოცდილების გაცვლა.