ბათუმში კორნავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფიცირებული თურქეთიდან შემოვიდა

22 ივლისი 2020, 10:34 1700 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თურქეთიდან შემოვიდა.

უწყების ცნობით, ის კარანტინში იმყოფებოდა. პაციენტი კლინიკაშია გადაიყვანილი. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 10 პაციენტი მკურნალობს.

'გუშინ კლინიკას დაემატა ერთი ახალი ინფიცირებული პაციენტი. ქალი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. უკვე სახლში გაშვებას აპირებდნენ და პისიარ ტესტირებით დაუდასტურდა ვირუსი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჩივილები არ აქვს. ანალიზები და ტომოგრაფია გაუკეთდა. დანარჩენი 9 პაციენტთანაც გართულებას ადგილი არ აქვს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორს ჩაუტარდა ტესტირება და შუადღისას ველოდებით პასუხს'' - განაცხადა გია კიკაბიძემ.

დღეს, 22 ივნისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 24-ით გაიზარდა და 1073-ს მიაღწია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში