დღეიდან ,,ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. უკვე ცნობილია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ვინაობა, რომლებიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად იბრძოლებენ.
გამარჯვების შემთხვევაში რესან კონცელიძე ბათუმის ოლქს ჩაიბარებს, ზაალ მიქელაძე ქობულეთის, ხოლო ხულოს შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის ოლქს ანზორ ბოლქვაძე.
განათლება და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა - ეს იქნება პარტიის სამოქმედო გეგმა, თქვა სიტყვით გამოსვლის დროს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.