ვინ მოხვდება "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში, ამ დრომდე უცნობია. მინისტრები პირველ ნომრად გიორგი კვირიკაშვილის დასახელებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ამ დრომდე საარჩევნო სიებში მოხვედრის შესახებ პრემიერთან არ უსაუბრიათ. "ქართული ოცნების" ოფისდში შეხვედრა მიმდინარეობს. პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა 14 მაისსაა დაგეგმილი. რომელზეც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ და პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ.