რატომ გააუქმა 19 ივნისის ღამეს პატრულის გამოძახება იაკობ ბრეგვაძემ. გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე, ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მიზეზად ინციდენტის ამოწურვას ასახელებს. მომხდარზე აქვს თავისი ვერსია, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. იაკობ ბრეგვაძე ამბობს, რომ 19 ივნისი ღამეს დაღუპვამდე გიორგი შაქარაშვილი მან გადაიღო ხიდის ეპიზოდში, ფოტოაპარატი კი ატრიბუტის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით შეინახა. კიდევ ერთი მოწმე ბარბარე ურიდია იხსენებს იმ მომენტს, როდესაც ახალგაზრდები ინციდენტის შემდეგ უბანზე გავიდნენ. გამოძიება ნარეკვავის დასახლებაში მომხდარი ინციდენტის მონაწილეების სოციალური ქსელითაც დაინტერესდა.