დღეს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და განათლების მინისტრმა ბათუმის მე-17 საჯარო სკოლაში მიულოცეს. მასწავლებელთა დღესთან ერთად მეჩვიდმეტე საჯარო სკოლაში სკოლის 115 წლის იუბილე აღნიშნეს. წელს სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.