შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან

17 ივლისი 2020, 10:05 878 ნახვა

საოკუპაციო ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა  საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრისას.  პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია, გაიზარდოს სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა მისიამ უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება, რაც ადმინისტრაციულ ხაზზე მეტ სიმშვიდეს მოიტანს და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს უკეთეს  პირობებში იცხოვრონ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში