აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდას იქ ჩააბარებს, სადაც მკურნალობს - გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
მისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.