ქუთაისის საკრებულო ევროპული საქართველოს წევრმა მერაბ მეშველიანმა დატოვა

15 ივლისი 2020, 20:25 1455 ნახვა

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრი ტოვებს. ქალაქის სათათბირო ორგანო „ევროპული საქართველოს'' წევრმა მერაბ მეშველიანმა დატოვა.

პარტიაში ამბობენ, რომ მეშველიანი ,,ევროპული საქართველოს'' რიგებში რჩება. პარტიაში მიზეზად როტაციას ასახელებენ. "გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნების დროს პარტიის მიერ შემოღებულ როტაციის წესს უკავშირდება. ევროპულ საკრებულოს გვქონდა შიდა წესი, რომელსაც ყველა წევრმა მოაწერა ხელი. ამ წესის თანახმად, მერაბ მეშველიანს როტაცია უწევდა. მისი შემცვლელი კოტე რატიანი გახდება"- განაცხადა ევროპული საქართველოს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით გოგისვანიძემ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი