გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს გამოკითხვები განახლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე მოწმე ხელახლა დაიბარეს. მათგან ერთი არასრულწლოვანია. მან ადვოკატთან ერთად საგამოძიებო პროცესის შემდეგ უწყება უკომენტაროდ დატოვა. გამოძიება კონკრეტულ გარემოებებს აზუსტებს ბარბარე ურიდიასთან, რომელიც ანა გაბეჩავას დაბადების დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე. სამინისტროში დაიბარეს ასევე ახალგაზრდა ნაძალადევის რაიონიდან, რომელიც საქმეში უკვე დაპირისპირების ეპიზოდში ჩნდება. 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.