სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურიდან მასალების გადაცემას ელოდება. ნინო ლომჯარია საქმის მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევს. თუ რა ფორმატით მოხდება საქმეში მისი მონაწილეობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ომბუდსმენის აზრით, მთავარია დაცული იყოს როგორც დაზარალებულის, ასევე ბრალდებულების უფლებები. ნინო ლომჯარია უკვე შეხვდა მოკლული ფეხბურთელის ოჯახის წევრებს და ბრალდებულებს.