საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში

14 ივლისი 2020, 18:13 1436 ნახვა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებს და მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს იწონებენ, თუმცა ევროპარლამენტარებს მაინც აქვთ შენიშვნები. კონტინენტის მთავარმა საკანონმდებლო ორგანიზაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მოუწოდებს, დახვეწოს სამართლებრივი სისტემა და სასამართლო არ აქციოს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად.

ოპოზიცია დასკვნაში პირდაპირ მინიშნებას ხედავს გიორგი რურუას დაპატიმრებაზე, მას პოლიტიკურ პატიმრად თვლის და მის გათავისუფლებას ითხოვ. პოზიციას არ იზიარებენ მმართველ გუნდში, სადაც დასკვნის დადებით კონტექსტზე საუბრობენ და აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ რურუას სახელი დასკვნაში საერთოდ არაა ნახსენები.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში