თურქეთის სანაპირო რეგიონებში სტიქიას ებრძვიან. ბოლო ინფორმაციით, გაზრდილია მსხვერპლთა რაოდენობა.არიან დაშავებულები.
ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, ქალაქ იუსუფელში დაღუპულია 6 ადამიანი, ისინი ორი ოჯახის წევრები არიან.
სტიქიის გამო დატბორილი და დაზიანებულია სახლები, მანქანები, ასევე იუსუფელში მშენებარე ჰესის სპეცტექნიკა და საოფისე შენობები.