საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულები ტყვეობაში რჩებიან

12 ივლისი 2020, 15:03 1246 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი. რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები პირი 3 ივლისს დააკავეს.ინფორმაცია სუსში  დაადასტურეს. დაკავებულის გათავისუფლებას ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი თანხის გადახდის შემდეგ, უახლოეს მომავალში ელოდებიან.რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ზაზა გახელაძეს, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა დაჭრეს, ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. 33 წლის კაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან გუშინ დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა. ინფორმაციის გასაცნობად ოჯახში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი