კრიზისი ტურიზმის სფეროში

11 ივლისი 2020, 20:39 2746 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში ტურისტული ბიზნესი, ფაქტობრივად, გაჩერდა, - ამბობენ სასტუმროებისა და საოჯახო მარნების ის მფლობელები, რომლებსაც ბოლო თვეებია არც ადგილობრივი და არც უცხოელი სტუმრები აღარ მიუღიათ.

განსაკუთრებით მძიმეა ვითარება იმ ტურისტულ ობიექტებში, რომლებსაც ყველაზე ხშირად, სხვადასხვა ფაქტორის გამო,  უცხოელები სტუმრობდნენ. გამოსავალს მთაში ჯერ ვერ ხედავენ, გზებს კი გამუდმებით ეძებენ. გამოსავალს  ეძებენ  ზღვისპირეთშიც, სადაც პანდემიამ ტურისტულ ბიზნესს თავისი კვალი დაატყო. საოჯახო ტიპის თუ ბრენდული სასტუმროები, დამსვენებლების სიმცირეს უჩივიან.

განსაკუთრებული და უჩვეულო სიცარიელეა ქობულეთში, სადაც სეზონიდან სეზონამდე, მოსახლეობა თავს ზაფხულში მიღებული შემოსავლით ირჩენდა. ქობულეთისგან განსხვავებით, ეს ვითარება დასვენების დღეებში მცირედით, მაგრამ  მაინც იცვლება ბათუმში.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში